пятница, 6 марта 2015 г.

დღე მეცხრე

          ბოლო IX  დღეს გავეცანი კოლეგების პროექტებს შევაჯამეთ და შევიტანეთ შესწორებები.. მეც ისევე, როგორც სხვა მონაწილეებმა  წარვუდგინეთ ჩემი პორტფოლიო ტრენერს გავითვალისწინე შენიშვნები პროექტს საბოლოო სახე მივეცი..
              ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცველი იყო. ბევრი რამე შევისწავლეთ ამ პროექტის ფარგლებში.  მადლობას ვუხდით როგორც ჩვენს ტრენერს გიორგი არავიაშვილს, ისე  ყველას ვინც უზრუნველყო ეს ტრენინგები.

воскресенье, 1 марта 2015 г.

მერვე დღე

            გავეცანი  დოკუმენტების შენახვის ორ ხერხს.  შექმნილი საბუთების განაწილება და განთავსება drive-ში.  drive-ში მოთავსებული მასალის გამოქვეყნება ბლოგზე და მისამართის დამახსოვრება.
            მოდულ 7-ში ფალსიფიტაცია ანუ დახმარება ნიშნავს მოსწავლეს შეუწყო ხელი დავალებისთვის ინფორმაციის ადვილად მოპოვებაში, როგორც სახელძღვანელოს მითითებით ისე საიტის და  ვიდეოგაკვეთილების მიწოდებით.  შესაბამისი დავალებისთვის შევასწავლოთ დიაგრამების აგებაც . 
  დავალება:
1. გეგმის დასრულება
2.დავასრულოთ პროექტი
3. მოვემზადოთ პრეზენტაციისთვის
 ეს დღეც საკმაოდ პროდუქტიული  და საინტერესო იყოი.

მეშვიდე დღე

              დღე საშინაო დავალების განხილვით დავიწყეთ.უფრო სწორად შესწორებების შეტანით.. გეგმა  და შეფასების რუბრიკები მქონდა დასამთავრებელი. შვავსე კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა .                         შევქმენით სხვა საქაღალდეებიც, და მოვამზადეთ მზა და დასრულებული დოკუმენტების შესატანად.ჯერ მხოლოდ შეფასებების საქაღალდეში შევიტანე დოკუმენტი, ვისწავლეთ დრაივში დოკუმენტის თემისა და დიზაინის შეცვლა.
              განვიხილეთ სახელმძღვანელოს 3. მოდული_კავშირები. ანუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, სოც ქსელები, შეიძლება ჩავატაროთ ვიდეო კომენტარი და კლასში განვიხილო ეს საკითხი. ვისაუბრეთ ინფორმაციის მოპოვებისას დაცული უნდა იყოს საავტორო უფლებები და მივიღეთ საშინაო დავალება:
1.მოსწავლის ნიმუშის ჩექლისტის შექმნა
2. პრეზენტაციის მომზადება_მოსწავლის ნიმუში
3. მოწესრიგება ყველა დარჩენილი საბუთების

пятница, 27 февраля 2015 г.

დღე მეექვსე

დღე მეექვსე რეფლექსია

თრენინგი პედაგოგის პრეზენტაციის განხილვით დავიწყეთ. ვისაც ასე თუ ისე მომზადებული გქონდა პრეზენტაცია. მეც ჩემი ნამუშევარი წარმოვადგინე პრეზენტაცია  და ბუკლეტის ელექტრონული ვერსია.ბუკლეტში  უნდა დავასრულო, შეფასების სლაიდი, ჩემმა ბუკლეტმა მოწონება დაიმსახურა,
   საშინაო დავალების განხილვის შემდეგ გადავედით ბლოგის ელემენტების შესწავლაზე. განვიხილეთ ბლოგის დიაგრამა, განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეხუთე მოდულის 1 და 2 აქტივობები. "შეფასების სტრატეგიები" და "მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა"
 შემდეგ გადავედით ეგრეთწოდებული დრაივის შექმნაზე.შევისწავლეთ თუ როგორ შევქმნათ დოკუმენტები დრაივში და როგორ გ.ამოვიყენოთ შემდგომი მუშაობისას. მე შევქმენი შეფასებების საქაღალდე და შევიტანე მასში შეფასების რუბრიკა. სახლში კიდევ შევქმნი სხვა დოკუმენტს.
 თრენინგის ბოლოს როგორც ყოველთვის საშინაო დავალება, ამჯერად დავალება მეტია სისტემაში უნდა მოვიყვანოთ ნამუშევრები რადგან ტრენინგი დასასრულს უახლოვდება:
1. დავასრულოთ გეგმა, ანუ შეფასების გეგმა შევავსოთ და სხვა საკითხები
2. გავამზადოთ პრეზენტაციის რუბრიკა
3. გავამზადოთ კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა
4. დავასრულოთ  პედაგოგის პრეზენტაცია.
აუუუუუუუუუუუუუუუუ.............რამდენიააააააააა
იმედია შევძლებ.
   

суббота, 21 февраля 2015 г.

დღე მეხუთე

            მეხუთე დღე     უფრო მეტად პროდუქტიული იყო. შევისწავლეთ და განვათავსეთ ბლოგის ზედა მხარის მენიუ. ასევე შევისწავლეთ როგორ გამოვაჩინოთ  შესაბამისს ზოლზე. google-დან სურათების, ტექსტის  გადმოწერა  და მისი ჩასმა სასურველ ადგილას. სასწავლო პროექტის და  ბ-ნი გიორგის გვერდის დახმარებით ელექტრონული ბროშურების შექმნას დავეუფლეთ.
         შევისწავლეთ როგორ ვიმუშაოთ პრეზენტაციის შექმნაზენ განვიხილეთ ყველა საშუალებები რაც ამ გვერდს ახლავს: გვერდების დამატება-წაშლა, გაფორმება ენის მორგება, ასოების სასურველ ზომაზე დაყენება და სხვა, ასევე ბ-ნი გიორგი პირადად დამეხმარა და მასწავლა კომპუტერზე ქართული ენის დაფიქსირება.  ძალიან საინტერესო  და მრავლის მომცველი ტრენინგი იყო. დიდი მადლობა ამისთვის.
          დავალებაში უნდა შევქმნათ ელექტრონული ბროშურა, პრეზენტაცია არჩეული თემის მიხედვით, გამოვაქვეყნოთ მეხუთე დღე.

воскресенье, 15 февраля 2015 г.

დღე მეოთხე

         დღეს გავეცანით სხვის ბლოგზე კომენტარების მომზადებას და დაფიქსირებას. პრაქტიკულად განვახორციელეთ ეს აქტივობა.
          მეორე მოდულის მესამე აქტივობას გავეცანით სადაც არის შეფასების სტრსტეგიები და განვიხილეთ სტრატეგიების გამოყენება პროექტის ფარგლებში.
          დავალებაში გვაქვს: კიდევ ერთხელ გადავხედოთ შესაბამისს ინფორმაციას ყურადღებით და გამოვიყენოთ ეს შეფასებები პროექტში.
           მეორე მოდულის   III  და  IV აქტიობა გავაანალიზოთ, მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე  ვიფიქროთ.
           პროექტის გეგმაში შევიტანოთ მიმართულებების საკვანძო კითხვები. და ჩავწეროთ მეოთხე დღის რეფლექსია.

пятница, 13 февраля 2015 г.

დღ მესამე

          შევისწავლეთ სტატიის გამოქვეყნება, რედაქტირება, მისამართის მიბმა: (განათლების სამინისტრო) საიტის დიზაინის გამართვა,ინდივიდუალურად გავეცანით სახელმძღვანელოს მეორე მოდულიის მეორე აქტივობას და შევისწავლეთ როგორ ჩამოვაყალიბოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. რასაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ.
        დავალებაში   შევიმუშავეთ თემის " ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში"
ზოგადი კითხვები:
1,როგორ გავალამაზოთ ჩვენი დედაქალაქი?
თემატური კითხვები:
1,,უკავშირდება თუ საშუალო წლიური ტემპერატურის ცვლილების  მონაცემები ქალაქის ატმოსფეროს გაჭუჭყიანების დონის მატებას ან კლებას?
2,. რითი შეგვიძლია შევაჩეროთ ეკოლოგიური კატასტროფები?
შინაარსობრივი კითხვები:
1.რაში ვიყენებთ ტემპერატურის ზომით მიღებულ ინფორმაციას?
2,,რას გამოხატავს საშუალო წლიური ტემპერატურა და რა შინაარს ატარებს ეს ინფორმაცია?
3,ნალექებისა და ღრუბლიანი დღეებს როგორ განსაზღვრავს ტემპერატურაზე დაკვირვება?
4, რას ნიშნავს ეკოლოგიური კატასტროფა?
5, რა ხერხებით შეიძლება მონაცემების შეგროვება?
6, რისი საშუალებით შეიძლება მოპოვებული ინფორმაციის თვალსაჩინოდ გამოსახვა?